ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის მოკავშირეები რუსეთმა ტერორისტებად გამოაცხადა


ლეონიდ ვოლკოვი
ლეონიდ ვოლკოვი

ივან ჟდანოვი და ლეონიდ ვოლკოვი, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოკავშირეები, რუსეთში „ექსტრემისტების და ტერორისტების“ სიაში შეიყვანეს. რუსეთის კანონის მიხედვით, მათი საბანკო ანგარიშები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გაყინული.

ვოლკოვი, რომელიც ნავალნის გუნდის კოორდინატორი იყო და ასევე ჟდანოვი, რუსეთში არ იმყოფებიან. მათ ქვეყანა რუსეთში ნავალნის მოკავშირეებზე ზეწოლის ზრდის გამო დატოვეს. გასულ წელს, რუსეთმა განაცხადა, რომ ორი აქტივისტი საერთაშორისოდ ძებნილთა სიაში შეიყვანა.

რუსეთში ნავალნის გუნდის წევრების დევნა ერთი წელია რაც აქტიურად მიმდინარეობს. დააკავეს მისი „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ სხვადასხვა ქალაქის გუნდის ხელმძღვანელები. თავად ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაცია კი „ექსტრემიზმის“ ბრალდებით იქნა აკრძალული.

გადაწყვეტილება ასევე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას აქტივისტებისთვის, რომლებიც ამ ორგანიზაციაში, ან ნავალნის კამპანიაში მონაწილეობდნენ. თავად ალექსეი ნავალნი კი ერთი წლის წინ, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს. მას ბრალად წინასწარი პატიმრობის წესების დარღვევა ედება. გერმანიიდან რუსეთში ის, "ნოვიჩოკით" მოწამვლის გამო, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ დაბრუნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG