ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხოდორკოვსკის სარჩელი


ხოდორკოვსკის სარჩელი

ყოფილი რუსი ოლიგარქი მიხაილ ხოდორკოვსკი ასაჩივრებს მის წინააღმდეგ გამოტანილ მეორე განაჩენს, რომელიც მის პატიმრობას 2017 წლამდე ითვალისწინებს. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გასულ სამშაბათს დაიწყო სააპელაციო სარჩელის განხილვა, თუმცა შემდეგ მოულოდნელად შეწყვიტა. ადვოკატების თქმით, ამის მიზეზი იყო ის, რომ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს არ სურდა პრესკონფერენციაზე მოესმინა ამ საკითხთან დაკავშირებული შეკითხვები. ამ პრესკონფერენციაზე დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ხოდორკოვსკის გათავისუფლება საზოგადოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ხოდორკოვსკის პატიმრობით პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინია დაინტერესებული.

XS
SM
MD
LG