ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამერიკის პასუხს ეხმაურება


მოსკოვი, იანვარი, 2022.

კრემლი ამერიკის მიერ მის მოთხოვნებზე გაგზავნილ წერილობით პასუხს ეხმაურება და ამბობს, რომ ვაშინგტონი მათ უმთავრეს შეშფოთებას არ იზიარებს. მოსკოვის განმარტებით, დასკვნები ნაჩქარევად არ გაკეთდება, თუმცა მოლაპარაკების გაგრძელებისთვის მზად არიან.

კრემლის მოთხოვნებს დასავლეთი ულტიმატუმებად აღიქვამს, მათ უმეტეს ნაწილზე ამერიკა და ნატო დათმობაზე წასვლას არ აპირებს. თუმცა, დასავლეთი მოსკოვს იარაღის კონტროლის ფართო საკითხებზე და ევროპაში წვრთნების მასშტაბების თაობაზე მეტი გამჭვირვალობის შესახებ შეთანხმებას სთავაზობს. კრემლი უარყოფს, რომ უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული 100 000-მდე სამხედროს მიზანი ქვეყანაში კიდევ ერთი შეჭრა შეიძლება იყოს, თუმცა აცხადებს, რომ ნატოს გაფართოებით და მისი ქმედებებით გამოწვეული რისკებისგან თავის დაცვა სჭირდება.

დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მოსკოვს დრო სჭირდება, რათა ამერიკის წერილობითი პასუხები განიხილოს. თუმცა, მისივე თქმით, ნატოს და ამერიკის მხრიდან გაკეთებული საჯარო განცხადებები ამ პასუხების თაობაზე, ოპტიმიზმის დიდ საფუძველს არ ტოვებს.

"იმაზე დაყრდნობით, რაც გუშინ ჩვენმა კოლეგებმა თქვეს, აბსოლუტურად ნათელია, რომ ამ სამუშაო ვერსიებში ძირითადი კატეგორიები არის ისეთი, რომლებზეც ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი მოსაზრებები გათვალისწინებული იყო, ან იყო სურვილი, რომ გაითვალისწინებენ. მაგრამ შეფასებების გაკეთებას არ ვიჩქარებთ", - განაცხადა პესკოვმა.

XS
SM
MD
LG