ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენად უწყობს ხელს კრემლი მუსლიმების რადიკალიზაციას?


რამდენად უწყობს ხელს კრემლი მუსლიმების რადიკალიზაციას?
რამდენად უწყობს ხელს კრემლი მუსლიმების რადიკალიზაციას?

დღეს რუსეთის უზენაესი სასამართლო იხილავს თორმეტი მუსლიმის საქმეს. მათ თათრეთის ადგილობრივი ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობაში ადანაშაულებენ.

დღეს რუსეთის უზენაესი სასამართლო იხილავს თორმეტი მუსლიმის საქმეს. მათ თათრეთის ადგილობრივი ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობაში ადანაშაულებენ. რუსეთის ადამიანის უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმე ქვეყანაში აღმსარებლობის თავისუფლებას ზღუდავს და შედეგად, რუსეთის ფედერაციაში მუსლიმების რადიკალიზაციას უწყობს ხელს.

ფარხატ ფაიზულინი იმ თორმეტ მუსლიმთა ჯგუფში შედის, რომელიც საპატიმროში იმყოფება იმის გამო, რომ მათ ბრალად ედებათ თათრეთის ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი მეთოდებით. მას აგრეთვე ადანაშაულებენ ორგანიზაცია ჰიზბ-უტ-ტაჰრირის წევრობაში. ხსენებული ორგანიზაციის მთავარი მიზანია მსოფლიოს ყველა მუსლიმანური სახელმწიფოს გაერთიანება.

2007 წელს მათი სასამართლოს დროს ბრალმდებლებს არ წარუდგენიათ იარაღი ან ასაფეთქებელი მასალები მტკიცებულებების სახით. ამის სანაცვლოდ მათ გამოიყენეს ამოღებული ისლამური ლითერატურა, ორგანიზაცია ჰიზბ-უტ-ტაჰრირის ბროშურების ჩათვლით. ადამიანის უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ ბრალმდებლებმა დასკვნა დაკავებულების განზრახვის შესახებ მხოლოდ ხსენებული ორგანიზაციის მასალებზე დაყრდნობით გამოიტანეს. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულები ყველა ბრალდებას უარყოფენ.

ფაიზულინის მეუღლე გულნარა ფაიზულინამ ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქმის უზენაეს სასამართლოში აპელაცია მხოლოდ პროცედურული საკითხებით შემოიფარგლება.

ფაიზულინა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი უთხრეს, ადვოკატების თხოვნები უგულვებელყვეს, მოწმეების ვინაობა გასაიდუმლოებული იყო, და მსჯავრდებულებს მათი დაკითხვის უფლება არ მიეაცათ.

მოსკოვში გამართულ პრეს კონფერენციაზე გამოსვლისას, რუსეთის ადამიანის უფლებების ინსტიტუტის დირექტორმა ვალენტინ გეფტერმა აღნიშნა, რომ ამ საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არა ის არის, რომ სახელმწიფომ ტერორიზმს ომი გამოუცხადა, არამედ ამ საბაბის გამოყენებით აზრის თავისუფლების შევიწროება მიმდინარეობს.

გეფტერი აღნიშნავს, რომ რუსეთში მიმდინარე ბრძოლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ზოგადად კავკასიაში მიმართულია არა იდეების ან იმ პირების წინააღმდეგ ვინც შეიძლება იზიარებდეს რადიკალურ იდეებს, არამედ ყველა იმ მოქალაქის წინააღმდეგ, ვინც ადგილობრივი და ფედერალური ხელისუფლებისგან განსხვავებულ პოზიციებს იკავებს.

ალექსეი მალაშენკო მოსკოვის კარნეგის ცენტრის ისლამური საკითხების ექსპერტია. მისი თქმით, რუსეთში უბრალოდ არ არსებობს თანმიმდევრული განმარტება იმისა, თუ რას წარმოადგენს რადიკალური ისლამი. მალაშენკო აღნიშნავს, რომ იდეოლოგიური დავა ყველა რელიგიისთვის არის დამახასიათებელი. მას მოჰყავს რამდენიმე მაგალითი როცა რუსეთის საერო ხელისუფლება რელიგიურ საკითხებში იყო ჩარეული.

მალაშენკო აღნიშნავს, რომ კითხვებს ბადებს თვით ის ფაქტი, რომ მოსამართლე, რომელიც საერო ხელისუფლებას წარმოადგენს, იძლევა მითითებებს რელიგიური რიტუალების შესაბამისობის შესახებ. მაგალითად მალაშენკომ მოიყვანა ყაბარდო-ბალყარეთში ტრაგიკული მოვლენების ფონზე პატარა ქალაქის მერის განკარგულება, რომლითაც დაწესდა მეჩეთში რელიგიური მსახურების განრიგი.

ელენა რიაბინინა ადამიანის უფლებების ინსტიტუტის მკლევარია. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლების ანტი-ტერორისტულმა ოპეაციებმა გამოიწვია დიდი მსხვერპლი. ამ ხალხს არ სჯერა, რომ მათ საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ იურიდიული ხერხების გამოყენებით.

[რიაბინინა აღნიშნავს, რაც უფრო მეტი ადამიანი ეწირება რეპრესიებს მით უფრო იზრდება კრიტიკული მასა. მისი თქმით, მართალია ჯგუფებს შორის ბევრი სხვაობა არსებობს, მათ ორი ძლიერი ფაქტორი აკავშირებს - საერთო სარწმუნოება და რეპრესიების კამპანიით გამოწვეული უკმაყოფილება.

ვალენტინ გეფტერი აღნიშნავს, რომ საერო ჩარევა რელიგიურ საკითხებში ჩვეულებრივ ხალხში ისლამს გმირის რეპუტაციას უმტკიცებს. მისი თქმით, ჩეჩნეთში ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიმართული დაუნდობელი სამხედრო კამპანიის პარალელურად გაიცა ბრძანებები იმასთან დაკავშირებით თუ რა სახის ტანსაცმელი უნდა ეცვათ მანდილოსნებს უნივერსიტეტებში. გეფტერის თქმით ამგვარი მიდგომა წინააღმდეგობას იწვევს.

გეფტერი აღნიშნავს, რომ გასულ წელს რუსეთის უშიშროების სამსახურების მხრიდან ზეწოლის შედეგად ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმეებს აღარ იხილავენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოებში.

გეფტერის თქმით, შედეგად გამოძიების დროს არ არის გამორიცხული მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და მანიპულაცია, ისევე როგროც მსჯავრდებულებზე ძალდატანება და ძალაუფლების გადამეტების სხვა შესაძლებლობები. ეს კი სასამართლოს საშუალებას აძლევს ხელისუფლებისთვის სასურველი განაჩენი გამოიტანოს.

ალექსეი მალაშენკოს თქმით, შეუძლებელია ზუსტი ციფრების მოყვანა როცა ლაპარაკია იმ პირებზე ვისაც რადიკალური იდეები ჩაუნერგა სახელმწიფოს ომმა ტერორიზმთან. მისი თქმით, ისალმისტი ექსტრემისტების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ექსტრემისტი სჭირდება ხელისუფლებას დროის გარკვეულ მონაკვეთში. ამდენად როცა ეს ხელისუფლებას აწყობს ზოგჯერ ისლამისტი ექსტრემისტების რიცხვი დიდია, ზოგჯერ კი პირიქით. მალაშენკო აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განახცადა, რომ ჩეჩნეთში 500-ზე ნაკლები მეამბოხეა დარჩენილი, მაგრამ შემდგომში მან საკუთარ უშიშროების ძალებს მოახსენა, რომ თითქმის ყოველ ჩეჩნურ ოჯახში მეამბოხე იმალება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეამბოხეთა მოძრაობა ათასობით წევრს აერთიანებს.

გულნარა ფაიზულინა დასძენს, რომ იგი ნამდვილად არ ელის რუსეთის უზენაესი სასამართლოსგან შემწყნარებლურ განაჩენს მისი ქმრის საქმესთან დაკავშირებით. მან საპატიმროში უკვე მოიხადა ოთხწელიწადნახევრიანი პატიმრობის ვადის სამ წელიწადზე მეტი. მისთვის 20 წლის მისჯაც შეეძლოთ. ფაიზულინა აღნიშნავს, რომ ყოველ მსჯავრდებულს მინიმალური ათწლიანი პატიმრობის ვადაზე ნაკლები მიუსაჯეს, რაც იმის ირიბი მანიშნებელია, რომ ხელისუფლებამ ვერ შესძლო ბრალდებების დამტკიცება.

საჭიროების შემთხვევაში საქმის დამატებითი აპელაციის მიზნით მსჯავრდებულები მზად არიან მიმართონ სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს.

XS
SM
MD
LG