ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელმა სავარაუდო რუსი ჯაშუში მოკლა


დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" დღეს ვიდეო გაავრცელა, რომელშიც რუსულად მოსაუბრე მამაკაცის მიერ რუსეთის უშიშროებისთვის ჯაშუშობის აღიარება, შემდეგ კი მისთვის თავის მოკვეთაა ნაჩვენები.

ვიდეოში სახელად "რუსებო, თქვენ იმედგაცრუებულნი და შერცხვენილნი უნდა იყოთ", მამაკაცი თავის თავს გროზნოელ მაგომედ კასიევად წარმოადგენს, მისი თქით, ის რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გაწვრთნა და "ისლამურ სახელმწიფოზე" სათვალთვალოდ თურქეთის გავლით სახალიფოში გაგზავნა.

თავის მოკვეთამდე მამაკაცი რუსეთს და რუსეთის პრეზიდენტს გმობს.

XS
SM
MD
LG