ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წევრები დააკავეს


რუსეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფო“-ს შვიდი წევრი დააკავა, რომლებიც მოსკოვში, პეტერბურგში და სვერდლოვსკის რეგიონში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.

უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პირები ურალის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს და თავდასხმების შემდეგ, ისინი სირიაში გამგზავრებას გეგმავდნენ.

სააგენტო ინტერფაქსი დღეს იტყობინება, რომ პოლიციამ ამ პირების საცხოვრებელი გაჩხრიკა და „თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებელი ლაბორატორია, ფეთქებადი მასალები, ელექტრო დეტონატორები, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარები, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტები და ექსტრემისტული წიგნები აღმოაჩინა.“

სააგენტოს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჯგუფის ლიდერი „ისლამური სახელმწიფო“-ს წევრი იყო, რომელიც ქვეყანაში თურქეთის ტერიტორიიდან შევიდა.

XS
SM
MD
LG