ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა


სირიის ქალაქ პალმირას მახლობლად, ტერორისტული დაჯგუფება“ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით დარტყმები ფრეგატ “ადმირალ ესენიდან" და წყალქვეშა ნავ “კრასნოდარიდან" განხორციელდა. მათი სამიზნე კი სწორედ რადიკალი ისლამისტები და ტერორისტების სამხედრო ტექნიკა იყო.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სულ ოთხი რაკეტა გაუშვა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იერიშის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდეს შეერთებულ შტატებს, თურქეთსა და ისრაელს. თუმცა არ ვრცელდება ცნობები იერიშის ზუსტი დროის შესახებ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG