ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰუმან რაითს ვოჩი" რუსეთს მოუწოდებს, არ გამოიყენოს ბოროტად კონტრტერორისტული კანონმდებლობა


უფლებადამცველი ორგანიზაცია, “ჰუმან რაითს ვოჩი” რუსეთს მოუწოდებს, ჩაერთოს “კონსტრუქციულ დიალოგში”, კონტრტერორისტული კანონმდებლების ბოროტად გამოყენების ნაცვლად.

ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის სამხედრო სასამართლომ “მკაცრი განაჩენი” გამოიტანა ტერორიზმის ბრალდებით, რომელიც ორგანიზაციიის შეფასებით, მძიმე დარღვევებს შეიცავდა. ბრალდებულები აცხადებენ, რომ ისინი აწამეს აღიარების მისაღებად და არ მისცეს სხვებთან დაკავშირების შესაძლებლობა.

სულ 18 ბრალდებული, სხვადასხვა საქმეებში, 5 და 10 თებერვალს გაასამართლეს და ცალკეულ შემთხვევაში, 23 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ მოსამართლე და პროკურატურა არ დაინტერესდა ბრალდებულთა განაცხადებით, რომ ისინი აწამეს და დაეყრდნო “გაურკვეველ ექსპერტთა შეფასებებს და ანონიმურ “საიდუმლო მოწმეებს”.

ერთ შემთხვევაში, ქალაქ პენზის საოლქო სასამართლომ, 7 ახალგაზრდას ტერორისტული აქტის დაგეგმვის და ქვეყნის დესტაბილიზაციის ბრალდებით, ექვსიდან 18 წლამდე პატიმრობა შეუფარდა (სხვადასხვა განაჩენი თითოეულის წინააღმდეგ).

სამართალდამცავები აცხადებდნენ, რომ ეს ახალგაზრდები ჯგუფს “ქსელი” მიუკუთნებიან, თუმცა ბრალდებულები მსგავსი ჯგუფის არსებობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ ერთმანეთთან მხოლოდ “ომობანას” თამაში აკავშირებთ და მეტი არაფერი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG