ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატიული პარტია რუსი ჰაკერების როლზე საუბრობს


იმ დროს, როცა აშშ-ის დემოკრატიულოი პარტია ცდილობს ელექტრონული ფოსტის გაჟონვით გამოწვეული უარყოფითი შედეგები შეზღუდოს, პარტიის არაერთი წევრი ყურადღების გადატანას ნაცნობ მტერზე, რუსეთზე ცდილობს.

კლინტონის კამპანიის მაღალი რანგის პირებმა ორშაბათს უჩვეულო ნაბიჯი გადადგეს და დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ელექტრონული ფოსტის გასაჯაროებაში, ბრალი რუს ჰაკერებს დასდეს. ისინი ირწმუნებიან, რომ ჰაკერებს შეერთებული შტატების არჩევნებზე გავლენის მოხდენა ჰქონდათ განზრახული.

პარტიის ზოგიერთი ვეტერანი მრჩეველი და ყოფილი პრეზიდენტის კლინტონის თანაშემწეები აღნიშნავენ, რომ ჰილარი კლინტონის კამპანია ამ საკითხს იმაში გამოიყენებს, რომ ტრამპის მოსკოვთან კავშირის შესახებ კითხვები წამოჭრას.

XS
SM
MD
LG