ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყალდიდობა დაღესტანში


წყალდიდობის შედეგად სულ ცოტა 7 ადამიანი დაიღუპა

დაღესტანში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად სულ ცოტა 7 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, წყალდიდობის შედეგად კასპიის ზღვისპირა ქალაქ დერბენტში ასობით სახლი დაიტბორა.

სტიქიური უბედურების ზონაში 1000-მდე ადამიანი იმყოფება. აგვისტოში, ჩრდილო კავკასიაში მდებარე რუსეთის ქალაქ კრიმსკში მომხდარმა წყალდიდობამ 171 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG