ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საპრეზიდეტნტო არჩევნებზე ხმის დათვლა თითქმის დამთავრებულია. ვლადიმერ პუტინი 64 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილზე გასულმა კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა ხმების მხოლოდ 17 პროცენტი მოიპოვა. დანარჩენ სამ კანდიდატს კი 10 პროცენტზე ნაკლები აქვთ.

ოპოზიციის ლიდერები არჩევნებს „ყალბს და ფალსიფიცირებულს“ უწოდებენ. ევროკავშირის დამკვირვებლებიც ადასტურებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი აშკარად პუტინის სასარგებლოდ იყო გაყალბებული. ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის განცხადებით ხელისუფლებამ ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ პუტინს კონკურენტი არ ჰყოლოდა.

დარღვევებს შორის ორგანიზაცია ასახელებს მედიის შერჩევით ხელმისაწვდომობას, საკანონმდებლო შეზღუდვებს კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესში და უშუალოდ არჩევნების პერიოდში საარჩევნო უბნების თითქმის ერთ მესამედზე მომხდარ გაყალბების ფაქტებს.

XS
SM
MD
LG