ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უარყოფს ტრამპის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

კრემლი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვენესუელიდან თავდაცვის ძალების გაყვანის თაობაზე აცნობა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" 3 ივნისს დაწერა.

"გამიკვირდა, როცა ეს წავიკითხე. ჩვენ არავისთვის გვიცნობებია. სავარაუდოდ, მან სტატია "უოლ-სტრიტ ჯორნალში" წაიკითხა" - განაცხადა სერგეი ლავროვმა სამშაბათს.

ორშაბათს, ტრამპმა დაწერა, რომ რუსეთმა შეერთებულ შტატებს აუწყა, "რომ მათ ვენესუელიდან თავისი ხალხის უმეტესობა გაიყვანეს". განცხადებას ერთი დღით ადრე მართლაც წინ უსწრებდა "უოლ-სტრიტ ჯორნალის" სტატია, რომლის მიხედვითაც, მოსკოვს კარაკასიდან გაჰყავს როგორც სამოქალაქო პირები, ასევე თავდაცვის სფეროს მრჩევლები. გამოცემაში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, "როსტექმა" - რუსეთის თავდაცვის კონტრაქტორმა ფირმამ - თავისი კადრები ვენესუელაში 1 000 ადამიანიდან რამდენიმე ათეულზე ჩამოიყვანა.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმ დაადასტურა, რომ რუსეთს შეერთებული შტატებისთვის მსგავსი ინფორმაცია არ გაუგზავნია. პესკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის სპეციალისტები ვენესუელაში მუშაობას აგრძელებენ.

არც ლავროვს და არც პესკოვს არ დაუკონკრეტებია, შემცირდა თუ არა ვენესუელაში დასაქმებული რუსი მოქალაქეების საერთო რაოდენობა სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში. "როსტექი" აცხადებს, რომ "უოლ-სტრიტ ჯორნალის" მიერ მოვლენების ინტერპრეტაცია "გადაჭარბებულია".

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. განცხადება ჯერჯერობით არც პენტაგონს გაუვრცელებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG