ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბატონო პრეზიდენტო კორონავირუსი დამიდასტურდა,"-  მიშუსტინი პუტინს მიმართავს


რუსეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, მიხაილ მიშუსტინს, რომელმაც დმიტრი მედვედევი ამ პოსტზე რამდენიმე თვის წინ ჩაანაცვლა, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა დღეს ვალდიმერ პუტინს ონლაინ შეხვედრის დროს თავად უთხრა.

"ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ. ახლა შევიტყვე, რომ ტესტმა რომელიც მე ჩავიტარე დადებითი შედეგი აჩვენა. სწორედ ამიტომ, როგორც რეგულაციები მოითხოვს მე გადავდივარ თვითიზოლაციის რეჟიმში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. თქვენის ნებართვით მინდა გაცნობოთ რომ ამ პერიოდში პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს ანდრეი ბელოუსოვი შეასრულებს. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ დავიცვა ჩემი კოლეგები". მაშინ როცა მიშუსტინი მოსკოვიდან საუბრობდა, პუტინი მის მიმართვას "ნოვო ოგარევოდან" უსმენდა.

დისტანციურ მუშაობაზე გადასულმა რუსეთის პრეზიდენტმა, მიშუსტინის შეთავაზება დააკმაყოფილა და პრემიერ მინისტრს "ნოვო ოგარევოდან" მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

"ძვირფასო მიხეილ ვლადიმიროვიჩ, ახლა რაც შენ გჭირს შეიძლება ყველას დაემართოს. მე ამას სულ ვიძახდი. შენ ძალიან აქტიური ადამიანი ხარ. მე მინდა მადლობა გითხრა შენ გაწეული სამუშაოსთვის. შენ და მთავრობის სხვა წევრები, ჩვენი კოლეგები პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რისკის ფასად მუშაობთ. როგორც არ უნდა იყოს შემცირებული იმ ადამიანთა წრე, ვისაც ხვდებით, რისკი მაინც ძალიან დიდია. აქ არაფერია გასაკვირი. მე მინდა დაგარწმუნო, რომ მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. იმედი მაქვს, ჩვენს დასახულ გეგმებს მალე შემოუერთდები და დაასრულებ მიღებულ გადაწყვეტილებებს რაც მაგალითად დღევანდელ თათბირზე განვიხილეთ,"- აცხადებს იზოლაციაში მყოფი პუტინი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG