ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით ჩინეთის მოქალაქე დააკავეს


რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით ჩინეთის მოქალაქე დააკავეს

რუსეთში უშიშროების სამსახურმა ჩინეთის მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალი ჯაშუშობაში ედება. ოფიციალურ პირთა განცხადებით, ჩინური ენის თარჯიმანი დელეგაციებს დაჰყვებოდა და ადგილობრივი მოსახლეობისგან რუსული სარაკეტო სისტემების „ეს-300-ის“ შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა.

ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდა, თუმცა, დაპატიმრება ერთი წლის წინ, გასულ ოქტომბერს მოხდა. უშიშროების ფედერალური სამსახური დაგვიანებული ცნობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

აღნიშნული განცხადება ემთხვევა იმ დროს, როცა რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ჩინეთში ორდღიან ვიზიტს იწყებს.

უშიშროების სამსახურის ინფორმაციით ეჭვმიტანილი საიდუმლო ცნობების სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქეებს გარკვეულ ფულად საზღაურს სთავაზობდა. საქმეს მოსკოვის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

XS
SM
MD
LG