ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი გაეროს მიმართავს და კიევს "ბინძური ბომბის" გამოყენების დაგეგმვაში სდებს ბრალს


რუსეთი უკრაინის მხრიდან ე.წ. "ბინძური ბომბის" გამოყენების თაობაზე საუბარს განაგრძობს. დასავლეთის ქვეყნები, ისევე როგორც კიევი, ამბობენ, რომ ეს განცხადებები ყალბია. მოსკოვი კი ამ საკითხის განხილვას გაეროს უშიშროების სხდომაზე აპირებს.

მოსკოვმა გაეროში ოფიციალური წერილი გაგზავნა, სადაც კიევს დეტალურ ბრალდებებს უყენებს. დიპლომატების თქმით, რუსეთს ამ საკითხის განხილვა სამშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ შეხვედრაზე სურს.

"კიევის მმართველი რეჟიმის მხრიდან ბინძური ბომბის გამოყენებას ჩვენ ბირთვულ ტერორიზმად მივიჩევთ", - ამბობს რუსეთის ელჩი გაეროში ვასილი ნებენზია, ანტონიო გუტერეშისთვის და უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ბრალდებები იმის ნიშანია, რომ მოსკოვი, რომელიც თავად იმუქრებოდა უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით - ამგვარ თავდასხმას გეგმავს და ამის უკრაინაზე გადაბრალებისთვის ემზადება.

ამ ბრალდებების პარალელურად, უკრაინული ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის რეგიონისკენ დაწინაურებას განაგრძობს.

საფრანგეთი, ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ამბობენ, რომ მოსკოვის ბრალდებები "აშკარად ყალბია". ვაშინგტონი მოსკოვს აფრთხილებს, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ამის ნიშნები ამჟამად არ არსებობს.

XS
SM
MD
LG