ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ტერაქტთან კავშირებისთვის დაკავებებს განაგრძობს


რუსეთის პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა გასულ კვირას სანქტ პეტერბურგში მომხდარ თავდასხმასთან სავარაუდო კავშირისთვის.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები თავდამსხმელ აკბარჯონ ჯალილოვის მსგავსად ცენტრალური აზიიდან არიან. პოლიცია ასევე იუწყება, რომ დაკავებულების საცხოვრებელ ბინაში დაშლილი ცეცხლსასროლი იარაღია აღმოჩენილი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიხედვით, ბინაში ასევე ნაპოვნია სხვა მტკიცებულებებიც , რაც დაკავებულების მომხდარში მონაწილეობას ადასტურებს.

ორშაბათს სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აქამდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 50 დაშავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG