ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა "ფეისბუქი" დაბლოკა


რუსეთმა „ფეისბუქი“ დაბლოკა. ქვეყნის კომუნიკაციების მარეგულირებელმა პარასკევს განაცხადა, ეს იმის საპასუხოდ გაკეთდა, რომ „ფეისბუქი“ თავის პლატფორმაზე რუსულ მედიაზე წვდომას ზღუდავდა.

მარეგულირებალმა „როსკომნადზორმა“ განაცხადა, რომ 2020 წლის ოქტომბრიდან, რუსული მედიის წინააღმდეგ დისკრიმინაციის 26 შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფო არხებზე, „რაშა თუდეიზე“ და „რია“ ახალი ამბების სააგენტოზე წვდომა შეიზღუდა.

„ფეისბუქის“ მფლობელ კომპანია „მეტას“ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ამ კვირაში კომპანიამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირში „რაშა თუდეიზე“ და „სპუტნიკზე“ წვდომა შეზღუდა, გლობალური მასშტაბით კი რუსულ სახელმწიფო მედია საშუალებების „ფეისბუქის“ გვერდებს და „ინსტაგრამის“ ანგარიშებს, ასევე ამ მედიის ბმულების შემცველ შეტყობინებებს უკანა პლანზე სწევდა.

წამყვანი ტექნოლოგიური და მედია კომპანიები აღმოჩნდნენ წნეხის პირისპირ, რათა რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხო ნაბიჯები გადაედგათ. რუსეთის აგრესიამ, რასაც ის უკრაინაში „სპეც-ოპერაციას“ უწოდებს, მსოფლიოს ქვეყნების მთავრობების მხრიდან მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG