ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეტერბურგში მომხდარ თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს


სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან შესაძლო კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, ექვსივე მათგანი წარმოშობით ცენტრალური აზიიდანაა.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, არ არსებობს აშკარა მტკიცებულებები იმისა, რომ დაკავებულები უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ თავდასხმის დაგეგმვაში. თუმცა ამავე განცხადებით, ეს ჯგუფი 2015 წლიდან მოყოლებული არწმუნებდა ადამიანებს, რომ ე.წ- ი „ისლამურ სახელმწიფოსა“ და სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებების მებრძოლთა რიგებს შეერთებოდნენ.

ორშაბათს, სანქტ-პეტერბურგში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტის დროს, ხალხით სავსე მეტროში მომხდარ აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. რუსეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ოფიციალური ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ყირგიზეთში დაბადებული 22 წლის აქბარჟონ ჯალილოვი იყო.

მომხდარი მსოფლიო ლიდერებმა უკვე დაგმეს. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბრისას თავდასხმაზე „საპასუხო ქმედებებში“ დახმარება შესთავაზა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG