ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპატიმრებულია ვიქტორ ბუტის მოკავშირე


რიჩარდ ამარ ჩიჩაკლი ოთხშაბათს, ავსტრალიელმა სამართადლდამცავებმა დააპატიმრებს

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ავსტრალიაში დაკავებულია ამჟამად პატიმრობაში მყოფი ცნობილი რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის კომპანიონი. რიჩარდ ამარ ჩიჩაკლი ოთხშაბათს, ავსტრალიელმა სამართალდამცავებმა დააპატიმრეს. ამის შესახებ აშშ-ის პროკურატურის და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს ერთობლივ განცხადებაშიa ნათქვამია. დაპატიმრების შესახებ მოთხოვნა ავსტრალიელ კოლეგებს ამერიკელმა სამართალდამცავებმა გაუგზავნეს.
ჩიჩაკს ბრალად ვიქტორ ბუტთან თანამშრომლობა წაუყენეს. ჩიჩაკი ბუტთან ერთად ორი ამერიკული კომპანიისგან თვითმფრინავის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ეს კი აშშ-ის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არღვევს. ჩიჩაკლი აშშ-ის და სირიის მოქალაქეა.

XS
SM
MD
LG