ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში "Amnesty International"-ის ოფისი დალუქეს


Amnesty International, Russia Office
Amnesty International, Russia Office

რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა უარესდება. გუშინ, სამსახურში მისულ „საერთაშორისო ამნისტიის“ უფლებადამცველ თანამშრომლებს ოფისის საკეტები შეცვლილი და კარები დალუქული დახვდათ. მოსკოვის მერიის მიერ მოგვიანებით გაკეთებული განცხადების თანახმად, ორგანიზაციამ ქირის საფასურის გადახდა ვერ უზრუნველყო.

ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ საკითხი მალევე მოგვარდება, რადგან, მათი განცხადებით, „საერთაშორისო ამნისტია“ უკვე 20 წელია ქალაქის მმართველობისგან ფართობს ქირაობს და აქამდე მსგავსი პრობლემა არ შექმნილა.

თუმცა რუსეთის სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები ოფისის დაკეტვის მიზეზს ეჭვის თვალით უყურებენ. „ოფისის დახურვა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გვიმძაფრებს ეჭვებს, რომ ეს არ არის გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის რიგითი დავა,“ ამბობს „ჰუმან რაითს ვოჩის“ რუსეთის ოფისის დირექტორი ტანია ლოკშინა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის საქმიანობას და რუსეთში არსებულ ადამიანის უფლებათა კრიზისს უკავშირდება

XS
SM
MD
LG