ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მდიდარ ქვეყნებში ბავშვების უფლებები იზღუდება


UNICEF is struggling to raise funds

იუნისეფის ანგარიშით ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ მდიდარ ქვეყნებშიც კი არსებობს დიდი ხარვეზები

იუნისეფის ახალი კვლევის მიხედვით, მოცემულია მსოფლიოს რამდენიმე მდიდარი ქვეყანა, რომლებიც ბავშვების ზრუნვისა და დაცვის კუთხით ცუდად მუშაობენ.

ანგარიში რომლის სახელია ბავშვების მდგომარეობა - მდიდარ ქვეყნებში მოცემულია ხუთბალიანი შეფასების სისტემა, თუ როგორ ზრუნავენ ასეთი სახელმწიფოები საკუთარ ბავშვებზე. ზრუნვაში შედის მატერიალური უზრუნველყოფა, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, განათლება, ყოფაქცევა და რისკები, ცხოვრების და გარემო პირობები.

ნიდერლანდები და ოთხი ჩრდილოეთი ქვეყანა, როგორიცაა ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვეცია ბავშვებისთვის საცხოვრებლად ყველაზე კარგად განვითარებულ ქვეყნებს წარმოადგენენ. ოთხი სამხრეთი ქვეყანა - საბერძნეთი, იტალია, პორტუგალია, ესპანეთი რეიტინგის დაბალ საფეხურზეა, რუმინეთთან ერთად.

თუმცა 26-ე ადგილს იკავებს შეერთებული შტატები, ერთ-ერთი ყველაზე ფინანსურად მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში. იუნისეფის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ხელმძღვანელი კრის დე ნეიბურგი ამბობს რომ, ამერიკა იმიტომ ვერ ახერხებს ნორმალური პოზიცია შეინარჩუნოს, რადგან აქ ბავშვების დიდი რაოდენობა სიღარიბეში ცხოვრობს, რაც უთანასწოროა ღარიბ და მდიდარ ფენას შორის.

კრის დე ნეიბურგი: ოთხიდან ერთი ბავშვი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს ისეთ გაჭირვებულ ოჯახში რომელიც კვლევის ავტორებისთვისაც შოკი იყო. აქ საკითხი ეხება უთანასწორობას, რადგან ამერიკაში არის ბრწყინვალე განათლების სისტემა, ბრწყინვალე ჯანდაცვა, მაგრამ ყველას არ მიუწვდება ხელი. ხელმისაწვდომობის მხრივ ძალიან დიდი სხვაობაა შეერთებულ შტატებსა და სხვა ევროპულ მდიდარ ქვეყნებს შორის.

კრის დე ნეიბურგი ამბობს რომ , შეერთებულ შტატებში უკეთესი მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებთან შედარებით ალკოჰოლის მოხმარებისა და ბავშვების მუქარის კუთხით. თუმცა ამერიკაში ორჯერ მეტია თინეიჯერების ორსულობის შემთხვევები ვიდრე ევროპაში, ასევე ორჯერ აღემატება ამერიკაში ახალშობილების და ბავშვების სიკვდილიანობაც.

იუნისეფის კვლევის ავტორების აზრით აუცილებელია დამატებითი კვლევა ჩატარდეს იმისათვის რომ გაირკვეს გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა რა გავლენა იქონია ბავშვთა უფლებებზე. თუმცა წინასწარი რეზულტატები შეშფოთების საფუძველს იძლევა. რიგ ქვეყნებში ბავშვთა სიღატაკის მაჩვენებელი იზრდება. ბევრი ბავშვი სკოლას ტოვებს და არ მონაწილეობს სასკოლო პროგრამებში.

დე ნეიბურგი ამბობს რომ, ძალიან შეშფოთებულები არიან მკაცრი ეკონომიკური სიტუაციის გავლენის გამო, ეს მთავრობის მიერ ბავშვებზეც აისახება.

წარუმატებლობების მიუხედავად, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში კონკრეტული მონაცემების მიხედვით არსებობს, კვლევაში არის სტაბილური გაუმჯობესების მომენტებიც 2000 წლიდან ბავშვთა მზრუნველობის მიზნით ბევრ
ინდუსტრიულ ქვეყანაში. იუნისეფი ამბობს რომ, ყოველი ქვეყანა რომლის მონაცემებზეც ხელი მიუწვდებათ, ჩვილთა სიკვდილიანობის შემცირება და დაბალშემოსავლიან ოჯახებში შემოსავლის ზრდა აჩვენა. ასევე გაზრდილია უმაღლეს სასწავლებლებში უმაღლესი განათლების მიმღები პირების რაოდენობაც.

ასევე არის რამდენიმე კარგი ამბავი ყოფაქცევისა და რისკების კუთხით 29 ქვეყნის შესწავლის მაგალითზე. კვლევამ აჩვენა რომ, რომ 11-დან 15 წლამდე ბავშვებში მხოლოდ 8 პროცენტი ეწევა სიგარეტს კვირაში ერთხელ. 15 % -ს ინტოქსიკაციის შემთხვევა ცხოვრებაში ორჯერ მაინც ჰქონდა, ხოლო გოგოების 99%-ს თინეიჯერობის ასაკში დაორსულების სურვილი არ აქვს.
XS
SM
MD
LG