ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ახალ ანგარიშს აქვეყნებს


„საქართველოს მედია ლანდშაფტი პლურალისტულია, თუმცა ჯერ ისევ პოლარიზებული“, - აცხადებს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ორგანიზაცია ამბობს, რომ მიუხედავად უკანასკნელი წლების რეფორმებისა, ტელევიიზის მფლობელები „კვლავ იღებენ გადაწყვეტილებებს სარედაქციო შინაარსზე.“

„შესაბამისად, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის, რუსთავი ორის მფლობელობის გარშემო მიმდინარე დავის გადაწყვეტას, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება“, - ამბობს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების ირგვლივ მიმდინარე გამოძიებას „ჯერ დამაჯერებელი შედეგები არ მოჰყოლია“.

ორგანიზაციის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-60 ადგილზეა და გასულ წელთან შედარებით, რეიტინგში ერთი ადგილით წინ გადაინაცვლა. თუმცა იკლო მისმა გლობალურმა ქულამ.

ორგანიზაციის 2019 წლის ანგარიში ამბობს, რომ გასულ წელს ჟურნალისტების მიმართ სიძულვილი ძალადობაში გადაიზარდა, რამაც „შიშის ზრდა გამოიწვია“. ორგანიზაცია ამბობს, რომ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ჟურნალისტებს უსაფრთხოდ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის შესრულება, მცირდება და ავტორიტარული რეჟიმები მედიის თავისუფლების შეზღუდვას განაგრძობენ.

ანგარიში აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაზეც საუბრობს და მოსკოვს ანკარასთან ერთად განიხილავს, როგორც „ცუდ მაგალითს“ რეგიონის ქვეყნებისთვის. თუმცა იქვე დასძენს, რომ ზოგიერთი ქვეყნის რეიტინგი გაუმჯობესდა „რაც აჩვენებს, რომ დეგრადაციის თავიდან აცილება შეუძლებელი არ არის.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG