ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარდინალები კონკლავისთვის ემზადებიან


კათოლიკური სამყაროს ლიდერებმა ახალი რომის პაპი უნდა აირჩიონ

რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალები უკვე მეოთხე დღეა კონკლავის შეკრების თარიღის დასადგენად ბჭობენ. კონკლავმა რომის პაპის, ბენედიქტე მეთექვსმეტეს მემკვიდრე უნდა გამოავლინოს.
არჩევნებში 115 კარდინალი მიიღებს მონაწილეობას, დახურულ კარს მიღმა გადაწყდება კონკლავის შეკრების დღე. რომის პაპის არჩევის პროცესს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. ვატიკანი შეხვედრების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.
XS
SM
MD
LG