რუმინეთის პარლამენტმა ლიბერალი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლაე ჩიუკას დიდ კოალიციურ მთავრობას მხარი აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა.
სექტემბერში, ცენტრისტული ალიანსის დაშლის შემდეგ, რუმინეთი პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, რაც ართულებს ბიუჯეტის დამტკიცებისა და სავაჭრო დეფიციტის დაძლევის ნებისმიერ მცდელობას მაშინ, როცა კოვიდ-19-ის შემთხვევები მატულობს.
„საბოლოოდ, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ პროგნოზირებადობა, გარანტირებული სტაბილურობა და განვითარება. დღეს, რუმინეთის მართვის ახალი მიდგომის პირველი დღეა. ახალი მიდგომა გააუმჯობესებს მოქალაქეების ეკონომიკურ, სოციალურ და ჯანდაცვის მდგომარეობას“ - განაცხადა ჩიუკამ პარლამენტის წინაშე.
54 წლის ჩიუკა, გადამდგარი გენერალი, მინისტრთა კაბინეტს 2023 წლის 25 მაისამდე უხელმძღვანელებს. კოალიცია სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან როტაციის პრინციპზე შეთანხმებას ეყრდნობა.
ჩეუკას კაბინეტს დღეს 444 კანონმდებლიდან, მხარი 318-მ დაუჭირა.
კოალიცია პრემიერ-მინისტრებს 1-1/2 წელიწადში ერთხელ ჩაანაცვლებს. სოციალურ-დემოკრატიული პარტია ფინანსთა, ფერმერთა, თავდაცვისა და ტრანსპორტის სამინისტროებს ჩაიბარებს. ხოლო ლიბერალები იუსტიციის, ენერგეტიკის, საშინაო და საგარეო საქმეთა სამინისტროებს უხელმძღვანელებენ.
Facebook Forum