ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პიანისტი როჯერ უილიამსი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა


პიანისტი როჯერ უილიამსი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

გამოჩენილი პიანისტი როჯერ უილიამსი 87 წლის ასაკში კალიფორნიაში პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა.

როჯერ უილიამსის საფორტეპიანო სოლოს შეიძლება მოუსმინოთ ყველგან, ლიფტში, ექიმის კაბინეტში, პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებსა და თეთრ სახლშიც კი. მეტსახელად მას „პრეზიდენტების პიანისტსაც“ კი უწოდებდნენ. 60 წლიანი კარიერის მანძილზე მას 6 ქვეყნის ლიდერისთვის დაუკრავს. ჰარი ტრუმანს მას ბახისა და რაველის შესრულება უთხოვია.

უილიამსი ნებრასკის შტატში, ქალაქ ომაჰაში დაიბადა და მისი ნამდვილი სახელი ლუის ვერცია. ფორტეპიანოზე დაკვრა მან 3 წლის ასაკიდან, მამამისის ეკლესიაში დაიწყო, როდესაც ოჯახით აიოვაში გადავიდა საცხოვრებლად. სკოლის დამთავრების შემდეგ დრეიკის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ფორტეპიანოზე დაკვრის დახვეწას შეუდგა. შემდეგ ის ჯარში წავიდა. ჯარიდან დაბრუნებული კი უკვე ნიუ იორკში, ჯულიარდის სკოლაში შევიდა. იქ უილიამსი გამოჩენილ ჯაზ მუსიკოსს ტედი უილსონს დაუმეგობრდა.

მომღერლმა როჯერ უილიამსს „ არტურ გოდფრის ტალანტთა“ კონკურსში სთხოვა აკომპანირება, მაგრამ კონკურსის დღეს თავად არ გამოცხადდა და უილიამსს სოლოს შესრულება მოუწია და გაიმარჯვა კიდეც. როგორც გამარჯვებულს, კაპ რეკორდსის კონტრაქტი ხვდა წილად. 1955 წელს კი ჩაიწერა კომპოზიცია „ Autumn Leaves” , რომლითაც მისი კარიერის აღმავლობა დაიწყო

„Autumn Leaves” უილიამსისეული ვერსია ჟურნალ „ბილბორდის“ ჰიტ პარადებში 4 კვირის მანძილზე პირველ ადგილს იკავებდა. ჟურნალმა ის ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ ის ბლუზის, ჯაზისა და კლასიკური მუსიკის შემსრულებელად ითველბოდა, უილიამსი პოპსტანდარტების ინტერპრეტაციებითაც გამოირჩეოდა. ის იყო პირველი პიანისტი, რომელის ვარსკვალვიც ჰოლივუდში ცნობილ დიდების ქუჩაზე გაიხსნა. გასულ წელს, 86 წლის ასაკში, მან მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტში. ხედავდა რა მუსიკალური განათლების სფეროს გავითარების აუცილებლობას, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „ აუცილებელია რომ ბავშვებმა პირველად შეისწვალონ კლასიკა, მათ არ უნდა გაუშვან ეს შანსი სანამ ახალგაზრდები არიან, მათ უნდა ისწავლონ კლასიკური მუსიკის დაფასება.’

XS
SM
MD
LG