ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დააკავეს ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი


როჯერ სტოუნი
როჯერ სტოუნი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი, როჯერ სტოუნი დააკავეს. მისი დაკავება სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის ბრალდებების საფუძველზე მოხდა.

რობერტ მალერი პრეზიდენტის კამპანიის რუსეთთან გარიგების შესაძლებლობას იკვლევს, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. თეთრმა სახლმა ამ დილით განაცხადა, რომ სტოუნის დაკავებას პრეზიდენტ ტრამპთან არაფერი აქვს საერთო.

დიდმა ჟიურიმ ტრამპის ნდობით აღჭურვილ პირს ბრალი დასდო კონგრესისთვის 5-ჯერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში, ერთჯერ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლასა და ერთჯერ მოწმეზე ზეწოლაში. სტოუნის ბრალდებები 2016 წელს "ვიკილიკსისთვის" ინფორმაციის გადაცემას უკავშირდება.

ამის შემდეგ, პარასკევს დილით, ბრალდებული ფედერალურმა აგენტებმა ფლორიდის შტატში აიყვანეს. სტოუნი დღესვე უნდა გამოცხადდეს ფლორიდაში, ქალაქ ფორტ-ლოდერდეილის ფედერალურ სასამართლოში. ის კანონდარღვევებს არ აღიარებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG