20 წლის წინ, 1992 წლის 29 აპრილს კალიფორნიის ქალაქ ლოს-ანჟელესში რასობრივ ნიადაგზე მღელვარებამ იფეთქა, რის შედეგადაც 53 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქვეყანამ მილიარდი დოლარის ზარალი ნახა. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მაიკ ო’სალივანი იუწყება, მას შემდეგ რასობრივი პრობლემის გაუმჯობესების მიზნით ბევრი რამ შეიცვალა.
1992 წლის აპრილში ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით ოთხი პოლიციელი, რომელთაც შავკანიანი მძღოლი ცემეს, სამსახურიდან გათავისუფლდნენ. ამ გადაწყვეტილებამ ლოს-ანჟელესის მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. სპონტანური პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა. აფროამერიკული მოსახლეობის სამიზნე კორეელი იმიგრანტების მაღაზიები გახდა. თვითმხილველი მეხანძრე იხსენებს, თუ როგორ მიუახლოვდა მამაკაცთა ჯგუფი სავსე ორი სატვირთო მანქანა ერთ-ერთ მაღაზიას.
„ყველა მათგანმა იარაღი ამოიღო და მაღაზიების დაცხრილვა დაიწყო. ჩვენ მიწაზე დავწექით. ასევე რამდენიმე წამში მაღაზიიდან კორეული მაღაზიებიდან მეპატრონეები გამოვიდნენ და თავდამსხმელებს სროლით უპასუხეს,“ - იხსენებს ემილ მაკი.
მღელვარების შედეგად აფროამერიკელთა ბიზნესებიც დაზიანდა. ორდღიანი მღელვარების შედეგად ქალაქში ხანძრის კერები მძვინვარებდა. მეხანძრე ემილ მაკი იგონებს, თუ როგორ ეკიდა ცეცხლი თითქმის ყველა კვარტალს. ლოს-ანჟელესის თავზე დიდი კვამლი იყო წარმოქმნილი.
სამხრეთ ლოს-ანჟელესში, სადაც მღელვარება დაიწყო, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. იმ ადგილზე სადაც ადრე მდარე შენობები იდგა, ახლა უკვე ახალი მაღაზიები და სავაჭრო ცენტრებია. როგორც მაცხოვრებლები ამბობენ, პოტენციურ ინვესტორებს ახალი ბიზნეს-შესაძლებლობები აქვთ. რებეკა ბლანკი ვაჭრობის მდივნის მოადგილეა. ის ამბობს, რომ რაიონის გაუმჯობესების ერთერთი საუკეთესო საშუალება კარგი სკოლების გახსნაა.
ქუინსის დამწყებ სკოლაში ბავშვები მათემატიკას, მეცნიერებას, მუსიკას და ხელოვნებას ეუფლებიან. სკოლას ლეგენდარული მუსიკოსის სახელი ეწოდა. ქუინსი ჯონსი ამბობს, რომ სკოლის სასწავლო კურსი ისეა მოწყობილი, რაც იმ რაიონში მოსახლეობის ურთიერთობის დარეგულირებას ითვალისწინებს.
მეხანძრე ემილ მაკის ფიქრობს, რომ კარგი განათლების შედეგად რასობრივი ურთიერთობებიც გაუმჯობესებულია.
რებეკა ბლანკი მიიჩნევს, რომ განათლების გარდა რასობრივი პრობლემის მოგვარების გზა ეკონომიკის გაუმჯობესებაზეც გადის.
„ვინ ამბობს, რომ ამერიკულ ქალაქებში მღელვარების შანსი არსებობს, შეხედონ ევროპას, სადაც ასევე ხშირად ხდება მღელვარებები, რადგან მათ აშფოთებთ თავიანთი მთავრობის ქმედება, ანტიკრიზისული ღონისძიებები, უმუშევრობა. ამისგან არავინ ვართ დაცული.“
ლოს-ანჟელესელები დღესაც ფიქრობენ, რომ პრობლემის გამოსწორებისთვის მთავრობამაც და ბიზნესმენებმაც კიდევ ბევრი უნდა იმუშაონ.