ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ19-ის გამო რიო დე ჟანეიროს კარნავალი გადაიდო


კოვიდ19-ის პანდემიის გამო ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს, ყოველწლიური კარნავალი გადაიდო. ეს პირველი შემთხვევა არის როცა კარნავალი არ გამართება.

რიოს სამბას სკოლის ლიგამ კარნავალის გადადების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა. განცხადებაში ორგანიზატორები წერენ, რომ პანდემიის გამო მათ უწევთ კარნავალის გადადება, რაც პირდაპირ აისახება მათ ფინანსებზე. წერილში ნათქვამია, რომ მათი შემოსავლების დიდი ნაწილი სწორედ კარნავალს უკავშირდება.

განცხადება ჟურნალისტებისთვის ლიგის პრეზიდენტმა ხორხე კასტანირმა გააკეთა და აღნიშნა, რომ კარნავალი სხვა თვესა და სხვა რიცხვში გაიმართება, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია თარიღი. ის ამბობს, რომ კარნავალის გამართვა დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ პანდემიურ მდგომარეობაზე.

ამ დრომდე, მთავრობას კარნავალთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ბრაზილიაში კოვიდ19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 4.6 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 140 000 აჭარბებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG