ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტს არ აქვს აღელვების საბაბი


ამის შესახებ გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ბილ რიჩარდსონი აცხადებს

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი გაეროში, ბილ რიჩარდსონი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მისი ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი ვიზიტის გამო არ უნდა ღელავდეს. ტელეკომპანია „სი-ბი-ესის“ დილის გადაცემაში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ გუგლის აღმასრულებელ თავმჯდომარე ერიკ შმიტთან ერთად ის ჩრდილოეთ კორეაში მიემგზავრება. ამჯერად რიჩარდსონი არ წარმოადგენს შეერთებულ შტატებს და ჩრდილოეთ კორეაში პირადი ჰუმანიტარული მიზნებით ჩადის. მისი თქმით, ოფიციალურ პირებთან ის კორეელი ამერიკელის, კენეტ ბაეს დაპატიმრების შესახებაც ისაუბრებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვიქტორია ნულანდმა ყოველგვარი დეტალების გამჟღავნების გარეშე განაცხადა, რომ რიჩარდსონმა მგზავრობისთვის არასწორი დრო შეარჩია. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთება რიჩარდსონსაც და შმიტსაც პირადად გადაეცათ.





XS
SM
MD
LG