ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა ცნობილი კინოვარსკვლავი ბერტ რეინოლდსი


82 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი კინოვარსკვლავი ბერტ რეინოლდსი. ქარიზმატულ მსახიობს, რომლის კარიერა კინოში 5 ათეულ წელზე მეტხანს გრძელდებოდა, შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობდნენ.

ბერტ რეინოლდსის აგენტმა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ხუთშაბათს გაავრცელა, თუმცა, სიკვდილის მიზეზი არ მიუთითებია. 82 წლის მსახიობი ფლორიდის ქალაქ იუპიტერში ცხოვრობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG