ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი და ლავროვი მანილაში შეხვდნენ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დღეს მანილაში განაცხადა, რომ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევამ "სერიოზულ უნდობლობა" გააჩინა. მან დასძინა, რომ რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას იმაზეც ისაუბრეს, რომ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში სამუშაო ბევრია.

დიპლომატებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების სამიტის ფარგლებში ფილიპინებში ისაუბრეს. ტილერსონმა მედიასთან განაცხადა, რომ ლავროვს უთხრა, რომ შეერთებული შტატები მოსკოვის მიერ ამერიკის საელჩოდან ასობით დიპლომატისა და სხვა პერსონალის დათხოვნაზე საპასუხო ზომას პირველ სექტემბრამდე შეიმუშავებს.

სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ბოლოს დაწესებული ამერიკული სანქციებისა, რუსეთს დიალოგის შენარჩუნება უალტერნატივოდ მიაჩნია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG