ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი: "ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს"


„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მის არჩევანს, რომ იყოს თავისუფალ სახელმწიფოთა რიგებში“, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა. სახელმწიფო მდივანმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მიულოცა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავი და ასევე საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობის 25 წლის იუბილე.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მტკიცე პარტნიორობას და ველოდებით ურთიერთობების გაღრმავებას. ამერიკა მადლიერია ავღანეთსა და სხვა ადგილებში ქართული შეიარაღებული ძალების თავგანწირვით, ჩვენ ერთად ვზეიმობთ საქართველოს წარმატებას და ვგლოვობთ მათ, ვინც ტერორიზმთან ბრძოლაში დაიღუპა.“ - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში. ტილერსონი ასევე დასძენს, რომ საქართველო კვლავ გამოირჩევა დემოკრატიული პრინციპებისადმი რწმენითა და თავდადებით.

„ჩვენ გვსურს თანამშორმლობისა და მეგობრობის გაგრძელება კიდევ მრავალი წლის მანძილზე, რათა განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნების სტაბილურობა და კეთილდღეობა“, - აცხადებს ტილერსონი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG