ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები "თაიმს-სკვერზე" ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციის დაბრუნებას ელიან


ნიუ-იორკი ახალი წლის შესახვედრად ემზადება. ქალაქმა პანდემიის მეორე წელი ახალი რეგულაციებითა და შეზღუდვებით გადაიტანა, თუმცა, ქალაქი ახალი წლის ტრადიციულ აღნიშვნას მაინც აპირებს.

ყოველ წელს, ახალი წლის დღეს, "თაიმს-სკვერზე" ბროლის ბურთი ეშვება და ახალი წლის აღსანიშნავი უკუთვლა იწყება. საზეიმო კონცერტის თანხლებით მიმდინარე დღესასწაულის დროს, როგორც წესი, მანჰეტენზე ათასობით ადამიანი იკრიბება და ახალ წელს ქუჩაში ხვდება. თუმცა, პანდემიის გამო, ადამიანების რაოდენობა, ვისაც ქალაქის მთავარ ქუჩაზე დაუშვებენ, წელს შეზღუდული იქნება.

2 700 ბროლის გამოყენებით აწყობილი ბურთის დაშვებას, 2022 წლის დამდეგს, "თაიმს-სკვერზე" 15,000 ადამიანი ნახავს. ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია იმ ადამიანთა რაოდენობაზე, ვინც, როგორც წესი, ახალ წელს თაიმს სკვერზე ხვდება ხოლმე. თუმცა, პირდაპირი ეთერით დღესასწაული მთელი ამერიკის მასშტაბით ტელევიზიით გადაიცემა.

"ძალიან გვიხარია, რომ შეგვიძლია ტურისტებს "თაიმს-სკვერზე" ისევ ვუმასპინძლოთ",- თქვა ტომ ჰარისმა, "თაიმს-სკვერის ალიანსის" პრეზიდენტმა. მისი თქმით, ალიანსის მიზანია, დაანახოს მთელ სამყაროს, რომ შეუძლიათ უსაფრთხო და პასუხისმგებლობით სავსე ღონისძიება მოაწყონ.

ტრადიციისამებრ დღეს გვიან ღამით, ახალი წლის დამდეგს, ბროლის ბურთის დაშვება დაიწყება და 12 საათზე ცერემონია შამპანურების გახსნითა და ერთმანეთისთვის ახალი წლის მილოცვით დასრულდება.

საახალწლო სამზადისი ნიუ-იორკში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:42 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG