ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები მზად არ არიან მხარი ტრამპს დაუჭირონ


რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობა ჯერ-ჯერობით მზად არ არის მხარი დაუჭიროს საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს, რომელიც ტედ კრუზისა და ჯონ კეისიკის რბოლიდან გასვლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო ნომინანტი გახდა.

რესპუბლიკური პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირმა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა განაცხადა, რომ ის „მზად არ არის“ მხარი დაუჭიროს ტრამპს, როგორც პარტიის ნომინანტს.

საპასუხოდ, ტრამპმა თქვა, რომ არც ის არის მზად მხარი დაუჭიროს სპიკერი რაიანის პოლიტიკურ პროგრამას, თუმცა არ გამორიცხავს მასთან პარტნიორობას ამერიკელი ხალხის საკეთილდღეოდ.

XS
SM
MD
LG