ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობას ინარჩუნებენ


ვაშინგტონის დროით, ღამის 12 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, რესპუბლიკელებს სენატში უკვე 51 ადგილი აქვთ მოპოვებული. ამ მონაცემებით, ისინი სენატში უმრავლესობას ინარჩუნებენ. დემოკრატებმა კი ჯერჯერობით სენატში მხოლოდ 42 მანდატი მიიღეს.

(ვაშინგტონის დროით ოთხშაბათს, 7 ნოემბრის დილის პირველ საათზე) წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს 202 მანდატი აქვთ, რესპუბლიკელებს კი - 188. უმრავლესობისთბის, პალატაში 217 მანდატია საჭირო.

რესპუბლიკელმა კანდიდატებმა შეძლეს ინდიანისა და ჩრდილოეთ დაკოტის შტატებში დემოკრატი მოწინააღმდეგეების დამარცხება. ამ შტატების შედეგები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. მათ ასევე მოიპოვეს გამარჯვება ტენესისა და ტეხასის შტატებში და შეამცირეს დემოკრატების შანსები იმისა, რომ რესპუბლიკელებს სენატში არსებული მცირე უპირატესობა დაეკარგათ. 2 წლის წინ ამ შტატებში დონალდ ტრამპმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და ამჟამადაც აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში

ამ დრომდე, სენატის 100 წევრიდან 51 რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი იყო, 47 - დემოკრატი, 2 კი დამოუკიდებელი სენატორი, რომლებიც ხმას ძირითადად ისე აძლევდნენ, როგორც დემოკრატები. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 238 მანდატი ჰქონდათ, დემოკრატებს კი -197.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG