ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველი რესპუბლიკელი სენატორი, ვინც ტრამპის იმპიჩმენტს მისცემს ხმას


მიტ რომნი, რესპუბლიკელი სენატორი
მიტ რომნი, რესპუბლიკელი სენატორი

დღეს, იმპიჩმენტის კენჭისყრამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, რესპუბლიკელმა სენატორმა მიტ რომნიმ განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მისცემს ხმას. რომნი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი რესპუბლიკელი სენატორია, რომელმაც ამგვარი განცხადება გააკეთა.

შეერთებული შტატების სენატში, ძალიან მალე პრეზიდენტს საბოლოო განაჩენს გამოუტანენ. ამ ეტაპზე ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ რესპუბლიკელებით დომინირებული სენატი ტრამპს გაამართლებს. წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტს ბრალი ორი მუხლით დაუმტკიცა: ძალაუფლების გადამეტება და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლა.

იმპიჩმენტის დამტკიცებას 100-წევრიანი სენატის ხმების 2/3 დასჭირდება. რესპუბლიკური პარტია 53 სენატორით, სენატში უმრავლესობას ფლობს, დემოკრატებს 47 სენატორი ჰყავთ.

სენატის წინაშე გამოსვლისას, სენატორმა რომნიმ თქვა, რომ პრეზიდენტმა რაც ჩაიდინა, არასწორი იყო, მან "საზოგადოების ნდობა უგულვებელყო" და თავს დაესხა "არჩევანის უფლებას, ეროვნულ უსაფრთხოებას და ჩვენს ფუნდამენტურ ფასეულობებს". რესპუბლიკელი მიტ რომნი სენატში შტატ იუტას წარმოადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG