ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კონვენცია დღეს იწყება


ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში, დღეს საღამოს რესპუბლიკელთა ეროვნული კონვენცია იწყება. პარტიის დელეგატების თავშეყრა 3 ნოემბრის საყოველთაო არჩევნების წინ, გადამწყვეტი მომენტია. რესპუბლიკელები პარტიის მანდატს, საპრეზიდენტო ნომინაციაზე - დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე - მაიკ პენსს, უკვე ოფიციალურად გადასცემენ.

დემოკრატიული პარტიის ეროვნული კონვენციისგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად ონალინ ჩატარდა, შარლოტში დელეგატების ლიმიტირებული ნაწილი ჩადის. ათასობით დელეგატის ნაცვლად, შარლოტში პარტიის რამდენიმე ასეულ დელეგატს ელიან. სტადიონებზე ათობით ათასი მაყურებლის თავშეყრაც აღარ მოხდება.

კვირას, ბარიკადებით შემოღობეს სასტუმრო "ვესტინი", სადაც 336 დელეგატი ყრილობის წინ პირველად შეიკრიბა. დღესვე ელოდებიან ქალაქში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩასვლას.

რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტი აცხადებს, რომ პანდემიისგან თავის დასაცავად, კონვენციის ფარგლებში ყველა ღონისძიება უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით იმართება. დელეგატებს შარლოტში ჩასვლამდე, საკუთარ შტატებში კოვიდ-19-ზე ტესტის აღება მოსთხოვეს.

დონალდ ტრამპი - პრეზიდენტობის კანდიდატი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:45 0:00

პარტიის დელეგატებს საჯარო თავშეყრის ადგილებზე შესვლის წინ სიცხესაც უზომავენ. მათ ასევე ევალებათ მუდმივად თან ატარონ კონტაქტების მონიტორინგის აპლიკაციით აღჭურვილი მოწყობილობა.

სამშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, მთავარი ღონისძიებები ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში გადაინაცვლებს. პრეზიდენტი ტრამპი ამომრჩევლებს საზეიმო სანომინაციო სიტყვით თეთრი სახლიდან ვირტუალურად მიმართავს. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კონვენცია 27 აგვისტოს ფოიერვერკებით დასრულდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG