ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადვოკატები დღეს პრესკონფერენციას გამართავენ


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა, რომ მისი ადვოკატები გეგმავენ ხუთშაბათს, რესპუბლიკელთა შტაბში, პრესკონფერენცია გამართონ.

ტრამპმა არ დააზუსტა, თუ ვინ გაუძღვება 17:00 საათზე დანიშნულ პრეს-კონფერენციას რესპუბლიკურ ეროვნულ კომიტეტში, მაგრამ თქვა, რომ ისინი “გამარჯვებისკენ მიმავალ ძალიან ნათელ და სიცოცხლისუნარიან გზას წარმოადგენენ”, რაზეც იურიდიულ ექსპერტთა უმრავლესობამ თქვა, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

ტრამპის იურისტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს რუდი ჯულიანი. ის ყოფილი ფედერალური პროკურორი და ქალაქ ნიუ-იორკის ყოფილი მერია, რომელმაც ტრამპის ინტერესების დაცვა 2018 წლის აპრილიდან დაიწყო, როდესაც საგანგებო პროკურორი რობერტ მიულერი, 2016 წლის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეს იძიებდა.

ჯგუფში ასევე შედიან ჯო დიჯენოვა და ვიქტორია ტონსინგი - ცოლ-ქმარი და საადვოკატო ფირმის პარტნიორები. დიჯენოვა ყოფილი ფედერალური პროკურორია, რომელიც კოლუმბიის ფედერალურ ოლქში მუშაობდა.

ჯგუფის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრია სიდნი პაუელი - ყოფილი ფედერალური პროკურორი. პაუელმა მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე თქვა, რომ მილიონობით ამომრჩევლის ხმა ტრამპისგან ბაიდენს “გადასცეს” კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, რომელიც არჩევნების გასაყალბებლად არის შექმნილი.

ჯგუფის კიდევ ერთი წევრია ჯინა ელისი - ტრამპის კამპანიის იურიდიული მრჩეველი და ტრამპის პირადი ადვოკატი. ელისი ევანგელისტია, 2015 წელს მან გამოსცა წიგნი სათაურით “მორალური კონსტიტუციის იურიდიული საფუძველი”, რომელიც ბევრი ქრისტიანისთვის სახელმძღვანელოა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG