ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებას გამოეყო


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატები 2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმებას გამოეყო.

"შეთანხმებას ვტოვებთ," განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე წუთის წინ თეთრ სახლში.

ტრამპის თქმით, დატოვების გადაწყვეტილება შეთანხმების "ამერიკელი ხალხისადმი უსამართლობის გამო" მიიღო. მისი გნცხადებით, შეთანხმების წესების შესრულებას შეერთებული შტატები "დღეიდან წყვეტს."

თეთრი სახლის სპიკერის შონ სპაისერის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კონსულტაციები როგორც ბიზნესების წარმომადგენლებთან ასევე უცხოეთის ქვეყნების მეთაურებთან.

პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე ამერიკის რამდენიმე შტატის გუბერნატორმა განაცხადა, რომ პარიზის შეთანხმების წესებს ადგილობრივ დონეზე მაინც დაიცავენ.

ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო ტვიტერზე: "ვაპირებ აღმასრულებელი ბრძანება გამოვცე და ამით ნიუ-იორკი პარიზის შეთანხმების ერთგული დარჩეს."

ტრამპის ამ მოსალოდნელ გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებდნენ გარემოსდამცველები.

"ფართოდ უპასუხისგმებლოს" უwოდებენ გადაწყვეტილებას კონსერვატორ ამომრჩეველთა ლიგაში, რითაც "პრეზიდენტი ტრამპი საფრთხეს შეუქმნის ამერიკელების ჯანმრთელობას და ძiრს უთხრის ამერიკის ლიდერობას მსგავს საკითხებში."

თუ პრეზიდენტი პარიზის შეთანხმებას გამოეთიშება, თეთრი სახლის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოდან უნდა წამოვიდე", ამბობდა მილიარდერი და Space X-ის შემქმნელი ელონ მასკი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG