ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახ.დეპარტამენტი საქართველოში რელიგიის თავისუფლებაზე საუბრობს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ანგარიშის წარდგენისას

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 199 ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების კუთხით სიტუციის ანალიზს წარმოადგენს. ანგარიშში შეერთებული შტატები, საუბრობს ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" მიერ რელიგიური უმცირესობების და ეთნიკური ჯგუფების წინააღდეგ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე და დანაშაულებზე. სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის თქმით, ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ბრალი „გენოციდში... და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში“ ედება.

ტილერსონმა, რომელმაც ანგარიში წარადგინა, განაცხადა, რომ მსოფლიოში „რელიგიური დევნა და შეუწყნარებლობა მეტობს.“ მისი თქმით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი რელიგიური შეზღუდვების და შეუწყნარებლობის ქვეშ ცხოვრობს. ტილერსონმა ამ კუთხით შვიდი ქვეყანა გამოჰყო, რომელთა მთავრობებიც რელიგიური კუთხით მოსახლეობის უფლებებს არღვევს, ესენია: ირანი, საუდის არაბეთი, თურქეთი, ბაჰრეინი, ჩინეთი, პაკისტანი და სუდანი.

„არავინ არ უნდა იცხოვროს შიშში, ლოცულობდეს ჩუმად, ან აწყდებოდეს დისკრიმინაციას საკუთარი მრწამსის გამო“ , - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, ამ კუთხით უფლებების დაცვა ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტია. სახელმწიფო მდივანმა საკუთარ სიტყვაში ყველაზე დიდი ყურადღება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას დაუთმო.

საქართველო

საქართველოზე საუბრისას, ანგარიშში ნათქვამია, რომ კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის სრულ თავისუფლებას, სახელმწიფოსა და ეკლესიის განცალკევებას და მოქალაქეების რელიგიური მრწამსის მიუხედავად მათ თანასწორობას. თუმცა აღნიშნულია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგიები გააჩნია სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით.

ანგარიში ამბობს, რომ გასული წლის მანძილზე საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე 19 საქმე იქნა გამოძიებული, თუმცა ხაზს უსვამს, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის ოფისი საუბრობენ გამოძიების ეფექტურობის ნაკლებობაზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება რელიგიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულს. ეს კი მთავარ პრობლემად რჩება.“

ანგარიშში ნათქვამია, რომ „მთავრობა შეუსაბამოდ პასუხობს რელიგიური სიძულვილით ჩადენილ ქმედებებს და ახდენს დისკრიმინაციას საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ სკოლებში.“

სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ რელიგიური უმცირესობები საქართველოში საუბრობენ იმაზე, რომ „არსებობს გავრცელებული საზოგადოებრივი აზრი, რომ რელიგიური უმცირესობები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და ქვეყნის კულტურული ღირებულებების წინააღმდეგ საფრთხეს წარმოადგენენ.“ სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს, რომ გასულ წელს მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევის მიხედვით ეროვნულ მედიაში მინიმუმ 69 რელიგიური ნიშნით შეურაცხმყოფელი გამონათქვამი დაფიქსირდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკის საელჩო და მისი წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს საქართველოს მთავრობის, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებთან.topstory

Facebook Forum

XS
SM
MD
LG