ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილები სასტუმრო აფხაზეთიდან გამოსახლებას აპროტესტებენ


დევნილები სასტუმრო აფხაზეთიდან გამოსახლებას აპროტესტებენ
დევნილები სასტუმრო აფხაზეთიდან გამოსახლებას აპროტესტებენ

15 აგვისტოს სასტუმრო აფხაზეთიდან 700-მდე დევნილის გამოსახლება იგეგმება, სადაც დევნილები ცხინვალის რეგიონიდან უკვე 21 წელი ცხოვრობენ. 5 აგვისტოს მათ მიიღეს გაფრთხილება, რომლის თანახმად აღნიშნული შენობა 10 დღის ვადაში უნდა დაეტოვებინათ. დევნილები ხელისუფლების აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციებით პასუხობენ. დევნილთა უფლებების მხარდამჭერის, ყოფილი პარლამენტის წევრის ალექსანდრე შალამბერიძის თქმით , დევნილებს ქ.რუსთავში მშენებარე შენობაში გადასვლას სთავაზობენ : – 21 წელი ეს ადამიანები აქ ცხოვრობენ, მათი მოთხოვნა არის აბსოლუტურად ნორმალური - კანონიერად გაგვასახლეთ,მოგვეცით, გვიჩვენეთ ფართი, სადაც ჩვენ მივდივართ და კი ბატონო, წავალთ.. მათ უთხრეს, რომ რუსთავში მიყავთ, მაგრამ რუსთავში შენობა დამთავრებული არ არის და დროებით, ერთი თვის განმავლობაში ქირის გადახდას პირდებიან. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რომ როგორმე გამოიყვანონ ეს ადამიანები და დაყარონ ქუჩაში. რუსთავში არის მხოლოდ ე.წ. ”სვაიები” რასაც ჰქვია, ჯერჯერობით, მეტი არაფერი.. ამიტომაც მოვითხოვთ, სანამ არ მოხდება ამ ადამიანებთან გასაუბრება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, მანამდე დარჩნენ ეს ადამიანები, რომ მათ ჰქონდეთ ჭერი..”.

რამდენიმე დღეა დევნილები უშედეგოდ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ, ფულადი ან ქონებრივი კომპენსაციით დაკმაყოფილებას მათთან შეთანხმებით მოითხოვენ .

ეს არის არა მხოლოდ დევნილთა მოთხოვნა, ეს არის სამართლის ნორმა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაშია განმეორებული კანონში დევნილთა შესახებ , ამბობს უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი : ” - თუ აქამდე დევნილებს ატყუებდნენ, ფორმალური არგუმენტებით, რომ თითქოს მხოლოდ 2008 წლის დევნილებს ტოვებდნენ უსახლკაროდ, რაც თავის თავად დანაშაულია, ახლა ფაქტი სახეზეა, ყველაზე ძველ დევნილთა კომპაქტურ დასახლებას თბილისში , სასტუმრო აფხაზეთს ასახლებენ.

ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ ეს პროცესი შეწყვიტონ, რომ კონკრეტულად იყვნენ დევნილები დაკმაყოფილებულნი სათანადო საცხოვრებლით, რომელიც მათ მდგომარეობას არ გააუარესებს. გაუარესება კი ელემენტარულში გამოიხატება.. ისინი კარგავენ თბილისიდან გასვლის შერმთხვევაში სამუშაო ადგილებს, კარგავენ განათლებაზე, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას.. 10 ათასი დოლარის შეთავაზება გამონაკლის შემთხვევაში არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ 10 ათას დოლარად თბილისში ერთოთახიანი ბინაც არ იყიდება. აქედან გამომდინარე, ეს დევნილისთვის კვლავ ნიშნავს უსახლკარობას ..”.

კოალიცია ”ჩვენი უფლებებისთვის” თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი ხელისუფლებას კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს : ” - გარდა ფაქტობრივი დარღვევებისა ხელისუფლების წარმომადგენლები არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, 2009-2012 წლებში დევნილთა შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ნორმებს, რომლითაც დაცულია დევნილის უფლებები და ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონით გათვალისწინებულ მთელ რიგ რეგულაციებს., სადაც ასევე დაცულია დევნილთა უფლებები. ყველაფერი ხდება კანონდარღვევით : 5 აგვისტოს დევნილებს მიუტანეს ფარატინა შეტყობინების ფურცელი, რომელსაც არ აქვს არანაირი იურიდიული ძალა.. აღნიშნული დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი , მას არ აქვს შესაბამისი ბეჭედი, არ აქვს რეგისტრაციის ნიმრები და ვინ არის გამომგზავნელი, პასუხისმგებელი პირი. ეს ნიშნავს, რომ ხორციელდება ის მავნე პრაქტიკა, რასაც აქვს მრავალი წლის განმავლობაში ადგილი. ამ ფარატინა ფურცლით დევნილს არ ეძლევა საშუალება და უფლება სამართლებრივად დაიცვას თავი, გააასაჩივროს უკანონო გადაწყვეტილება. ვინაიდან ის არ წარმოადგენს დოკუმენტს, სასამართლო მას არ მიირებს”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაციამ სასტუმრო აფხაზეთში მცხოვრები დევნილების სახელით სასამართლოს მიმართა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, შსს აეკრძალოს დავის გადაწყვეტამდე დევნილების გამოსახლება, მოუწოდებს შსს იმოქმედოს კანონის შესაბამისად და შეწყვიტოს სასტუმრო აფხაზეთიდან დევნილთა გამოსახლებასთან დაკავშირებული პროცედურები, ხოლო განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს - დაიცვას დევნილთა ინტერესები და არ გასცეს თანხმობა მათი გამოსახლების შესახებ იმ დრომდე , სანამ სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

XS
SM
MD
LG