ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წითელი ჯვარი ავღანეთში წარმომადგენლობას ამცირებს


წითელი ჯვარი ავღანეთში

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ავღანეთში წარმომადგენლობის და ოპერაციების შემცირება გადაწყვიტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკანასკნელი თავდასხმების შედეგად შვიდი თანამშრომელი დაიღუპა, მათ შორის, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე.

„30 წლიანი წარმომადგენლობის შემდეგ ჩვენ ვამცირებთ ჩვენს ოპერაციებს,“ განაცხადა მონიკა ზანარელიმ, ორგანიზაციის ავღანეთის ოფისის დირექტორმა. მისი თქმით, ეს წითელი ჯვრისთვის რთული გადაწყვეტილებაა.

ქვეყნის ჩრდილოეთში უკანასკნელ პერიოდში ორგანიზაციის წინააღმდეგ რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. ერთ-ერთი მათგანი რეაბილიტაციის ცენტრში მოხდა, სადაც ესპანელ ფსიქოთერაპევტს, ლორენა ენებრალს, პაციენტმა ესროლა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ორგანიზაციის თქმით, მათ არ აქვთ სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ საქმიანობა შეზღუდონ. თალიბანმა უარყო ორგანიზაციაზე თავდასხმებთან კავშირი. ზოგიერთი ადგილობრივი გამოცემის თანახმად, თავდასხმები ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა განახორციელეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG