ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეაქტორების ბედი იაპონიაში


რეაქტორების ბედი იაპონიაში
რეაქტორების ბედი იაპონიაში

ფუკუშიმას მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერში რადიაციის დონე ნელ-ნელა იკლებს. მაგრამ იქ მომუშავე პირები ჯერ კიდევ ცდილობენ ოთხივე რეაქტორზე რთულ ვითარებასთან გამკლავებას. კომპანია "ტოკიოს ელექტრომომარაგების" თავკაცი ცუნეჰისა კაცუმატა აცხადებს, რომ როდესაც რეაქტორებზე სამუშაოები დასრულდება მათი მომავალი უფრო ნათელი გახდება.

„მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებული ატომური ელექტროსადგურის ოთხივე რეაქტორი სამუდამოდ დაილუქება.’’

მეხუთე და მეექვსე რეაქტორის ბედი ჯერ ჯერობით ცნობილი არაა . არც მეზობელი ფუკუშიმა დაინის ატომური ელექტროსადგურის მომავალის შესახებ შეიძლება რაიმე კონკრეტულის თქმა, აცხადებს ბატონი კატსუმატა. მისივე თქმით ის დარწმუნებულია, რომ ფუკუშიმაში ნებისმიერი რეაქტორის ამოქმედებას საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდება.

რაც შეეხება თავად კომპანიის მომავალს , მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. ამჯერად კი მთელი ყურადღება რეაქტორებზე მდგომარეობის სტაბილიზაციას უნდა დაეთმოს.

კომპანიის პრეზიდენტი მასატაკა შიმიზუ ჯამრთელობის გაუარესების გამო სამშაბათს საავადმყოფოში მოათავსეს, მისი მოვალების შემსრულებლად სწორედ ცუნეჰისა კატსუმატა დაინიშნა.

სამშაბათის მონაცემებით ატომური ელექტროსადგურის მახლებლად ზღვის წყალში დაფიქსირდა რადიოაქტიული იოდინის მაღალი დონე, დაახლეობით 131 , რაც 3 ათას სამასჯერ აღემატება ნორმას. ეს კი კრიზისის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი იოკიო ედანოს განცხადებით, ბირთვული საკითხების სპეციალისტები მუშაობენ რეაქტორების დალუქვის და რადიაციის შემდგეომი გაჟონვის შეჩერების საკითხებზე, შედეგებს კი მთავრობის წევრებს აცნობენ

"მთავრობა განიხილავს ყველა შესაძლებლობებს, მათ შორის რადიიაციის შემწოვი ნაჭრების გამოყენებას, რემლითაც რეაქტორები შეიფუთება."

პრობლემას წარმოადგენს ასევე რეაქტორის ნაგებობასა და გვირაბებში წყალში რადიაციის დონის მკვეთრი მომატება. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ რადიოქტიური წყლის შესანახად საცავების რაოდენობა შეზღუდულია. მთავრობა ამისათვის განიხილავს სპეციალური ტანკერების გამოყენებას.

იოკიო ედანოს განცხადებით ევაკუირებული მოსახლეობის დაბრუნებას დიდი დრო დასჭირდება.

ამასობაში იაპონიის ხელისუფლება ბირთვული უსაფრთხოების ახალ ზომებს აწესებს. ფუკუშიმას ნაკლოვანებების მაგალითზე მობილური გენერატორების და ცეცხლისჩამქრობი სისტემების აუცილებლობა ნათელი გახდა.

XS
SM
MD
LG