ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის 3 შტატში მასობრივ სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა


შეერთებულ შტატებში - ფილადელფიაში, ბალტიმორსა და ფორტ უორტში მომხდარ მასობრივ სროლას, 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერლა. სხვადასხვა შტატებში, მასობრივო სროლები აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებებს უსწრებდა წინ.

ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ უორთში, სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. ინციდენტს წინ ადგილობრივი ფესტივალი უსწრებდა.

პენსილვანიაში, ქალქ ფილადელფიაში, ორშაბათს ღამით მასობრივი სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა. პოლიციის ცნობით, ადამიანი, რომელმაც უცნობებს ცეცხლი გაუხსნა, თავად ტყვიაგაუმტარ ჟილეტში გადადგილდებოდა. დაჭრილთა შორის არიან მოზარდები და მცირე ასაკის ბავშვები.

ორშაბათს ღამითვე, 2 ადამიანი დაიღუპა და 28 დაიჭრა ბალტიმორში, მერილენდის შტატში მომხდარი მასობრივი სროლის შედეგად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მომხდარი ძალადობა დაგმო და კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება, იარაღის კონტროლის გამკაცრების შესახებ.

ბაიდენმა რესპუბლიკელ კანონმდებლებს მოუწოდა რეფორმების გასატარებლად, მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ.

კონგრესში, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა იარაღის უსაფრთხოების კანონების რეფორმა დაბლოკეს. ისინი ეწინააღმდეგებიან დემოკრატი პრეზიდენტის მცდელობას შეზღუდოს იარაღის ტარების უფლება, რაც ამერიკის კონსტიტუცითაა გარანტირებული.

გასული დღის განმავლობაში მომხდარი სამივე მასობრივი სროლის მოტივი უცნობია.

XS
SM
MD
LG