ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთს მაუწყებლობის აღდგენას თხოვენ


ევროპის რადიო-მაუწყებლობის კავშირმა საბერძნეთის ხელისუფლებას საზოგადოებრივი მაუწყებლის აღდგენა მოსთხოვა

ევროპის რადიომაუწყებლობის კავშირის საბერძნეთისგან მოითხოვს გაიხსნას საზოგადოებრივი მაუწყებლობა ERT, რომელიც ბიუჯეტის შეკვეცის გამო დაიხურა.

პარასკევს კავშირის პრეზიდენტმა ჟან პოლ ფილიპოტმა საბერძნეთის ხელისუფლებას მოსთხოვა აღადგინოს საზოგადოებრივი რადიომაუწყებლობის სიგნალი და ინტერნეტ კავშირი.

ფილიპოტის განცხადებით, მაუწყებლის დახურვა არადემოკრატიული გადაწყვეტილება იყო.

საბერძნეთის მთავრობის მიერ რადიომაუწყებლობის დახურვას ჟურნალისტების, თანამშრომლების და უმიცრესობების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

XS
SM
MD
LG