ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთ-პაკისტანის მშვიდობიანი ურთიერთობის მომავალი


ავღანეთ-პაკისტანის მშვიდობიანი ურთიერთობის მომავალი
ავღანეთ-პაკისტანის მშვიდობიანი ურთიერთობის მომავალი

თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გულის ინიციატივით გამართული მოლაპარაკებების დროს, ავღანეთსა და პაკისტანს შორის ყოფილი პრეზიდენტის რაბანის მკვლელობის ირგვლივ მიმდინარე დაძაბულობა, განხილვის უმთავრეს თემას წარმოადგენდა.

პაკისტანის პრეზიდენტის ასიფ ალი ზარდარისა და ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის ერთობლივად გამართული პრესკონფერენციის დროს, ბატონმა გულმა განაცხადა რომ შეთანხმებაზე გარკევული პროგრესია მიღწეული:

„პაკისტანმა და ავღანეთმა მნიშვნელოვან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ისინი ერთობლივად ითანამშრომლებენ პრეზიდნტის მკვლელობის გამოძიების საკითხში. გამოიძიებას კოორდინაციას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გაუწევენ, რომელშიც მათი სადაზვერვო სამსხურები ასევე იქნებიან ჩართულნი. “

პრეზიდენტი რაბანი, რომელიც თალიბებთან მოლაპარაკებას ცდილობდა, ამბოხების დროს ბომბის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. მისმა მკვლელობამ ისედაც დაძაბული ურთიერთობები პაკისტანსა და ავღანეთს შორის, კიდევ უფრო გაამწვავა.

თავის დროზე ამ ინციდენტის გამო, პრეზიდენტმა კარზაიმ პაკისტანის სადაზვერვო სამსახური დაადანაშაულა, თუმცა ახლა იგი აღნიშნულ შეთანხმებას მიესალმება:

„იმედი მაქვს რომ პრეზიდენტ რაბანის გამოძიების საკითხში წარმატებას მივაღწევთ, რომელიც მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს და ასევე ორ ქვეყანას - ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობებს გააუმჯობესებს.“

ავღანეთის პრეზიდენტი, სულ ახლახანს, მთელი ძალით ამტკიცებდა რომ პაკისტანის სადაზვერვო სამსახური თალიბების აჯანყებას მხარს უჭერდა, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ ისლამაბადში. მაგრამ, მეორეს მხრივ, იმისათვის რომ დაძაბულობა განმუხტულიყო, ორი ქვეყნის სამხედრო ძალებისა და სადაზვერვო სამსახურის ლიდერები, სტამბულში მოლაპარაკებისათვის შეიკრიბნენ.

ყოველივე ეს ერთობ მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და რელიგიური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

ექსპერტების თქმით პაკისტანსა და ავღანეთს შორის არსებული მშვიდობიანი ურთიერთობა, ავღანეთის საკითხის ირგვლივ, მომავალში ბონსა და ჩიკაგოში გამართულ შეხვედრაზე დადებით როლს შეასრულებს.

XS
SM
MD
LG