ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

60 წელი ბრიტანეთის ტახტზე


60 წელი ბრიტანეთის ტახტზე
60 წელი ბრიტანეთის ტახტზე

ბრიტანეთი დღეს დიდ დღესასწაულს - დედოფალი ელისაბედის სამეფო ტახტზე ასვლის 60 წლის იუბილეს - აღნიშნავს.

1952 წლის 6 თებერვალს დედოფალ ელისაბედის მონარქად კურთხევის ცერემონიალი პირდაპირ ეთერში პირველად გადაიცა. იუბილისადმი მიძღვნილი ზეიმი აღმოსავლეთ ინგლისში დაიწყო, სადაც 85 წლის დედოფალი ვიზიტორებს იღებს. კულმინაციას დღესასწაული ივნისის თვეში მიაღწევს. ოთხი დღის განმავლობაში მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლებშიც მონაწილეობას 1 000-გემიანი ფლოტილიაც კი მიიღებს. სამეფო ოჯახის წევრები საიუბილეო ღონისძიებებს უცხოეთის ქვეყნებში დაესწრებიან. დიდი ბრიტანეთის დედოფლის ქვეშევრდომობის ქვეშ ამჟამად 16 ერი იმყოფება.

კვირას მძიმე ყინვების მიუხედავად დედოფალი საზეიმო წირვას დაესწრო. მას მეუღლეც თან ახლდა, 90 წლის პრინც ფილიპი, რომელმაც დეკემბერში გულის ოპერაცია გადაიტანა.

XS
SM
MD
LG