ამერიკის სახელმწიფო მდივანის, რექს ტილერსონის განცხადებით, „ძალიან რთული იქნება“ ყატარისთვის იმ მოთხოვნების შესრულება, რომლებსაც მისგან საუდის არაბეთი და მოკავშირეები ითხოვენ. ტილერსონმა სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდა უთანხმოება დიპლომატიური გზებით გადაწყვიტონ.
ტილერსონმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ყატარმა მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მოთხოვნები ქვეყნის სუვერენიტეტს ზღუდავს.
ოთხმა არაბულმა ქვეყანამ - ეგვიპტემ, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და საუდის არაბეთმა - ორი კვირის წინ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს. გადაწყვეტილების მიზეზად მათ ყატარის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერა დაასახელეს.
სხვა მოთხოვნებთან ერთად, ოთხი ქვეყანა ყატარს ალ-ჯაზირას სატელევიზიო ქსელის დახურვასაც სთხოვს.
Facebook Forum