ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მზადება პუტინისა და ტრამპის შეხვედრისათვის


რუსეთისა და აშშ-ის პრეზიენტები, ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი ჯერჯერობით უცნობ ფორმატში, შესაძლოა, ივლისში, გერმანიაში დაგეგმილი დიდი ოცეულის სამიტისას შეხვდნენ.

ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „რადგან პრეზიდენტები ერთ დროს ერთ ქალაქში, ერთ შენობაში და, უფრო მეტიც, ერთ ოთახში იქნებიან, არანორმალური იქნებოდა, რომ არ ესაუბრათ.“

თუ პუტინი და ტრამპი შეხვდებიან, ნოემბერში ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება. პუტინმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ მზადაა, ტრამპს დიდი ოცეულის სამიტისას შეხვდეს. ჯერჯერობით არც ვაშინგტონსა და არც მოსკოვს არ დაუდასტურებიათ, რომ შეხვედრა ნამდვილად გაიმართება.

ლავროვის თქმით, სავარაუდო მოლაპარაკებებისას ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, აგრეთვე სირიის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე იმსჯელებენ. კითხვაზე, რას იზამს მოსკოვი, თუ შეერთებული შტატები მუქარას შეასრულებს და სირიას დაარტყამს, ლავროვმა მიუგო, რომ რუსეთი აშშ-ის „პროვოკაციას“ „ღირსეულ“ პასუხს გასცემს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG