ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი თვითიზოლაციაში


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თვითიზოლაციაშია. მიზეზი მისი ახლო წრეა, სადაც კოვიდ19 ის შემთხვევები დაფიქსირდა. კრემლში ინფორმაცია დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენ ხანს დარჩება რუსეთის პრეზიდენტი თვითიზოლაციაში.

კრემლში ამბობენ, რომ ვლადიმირ პუტინი, რუსული კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად არის აცრილი. დიმიტრი პესკოვი, კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და კოვიდ19-ის ტესტის პასუხი უარყოფითია.

იზოლაციაში გადასვლამდე პუტინმა რამდენიმე საათით ადრე სირიის პრეზიდენტს უმასპინძლა, მონაწილეობა მიიღო რუსეთის პარაოლიმპიელებთან შეხვედრაში და რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნებს დაესწრო.

გამარჯვება ყველაფრის ფასად - პუტინის გზა არჩევნებამდე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:34 0:00

პუტინი 2020 წლის განმავლობაშიც იმყოფებოდა იზოლაციაში, მაშინ როცა რუსეთში რთული პანდემიური ვითარება იდგა. ის საზოგადოებას რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთიდაიგივე სამოსში მიმართავდა. მაშინ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ამბობდა, რომ პუტინი საკუთარი გუნდის წევრებსაც არ ხვდებოდა და ადმინისტრაცია მის ძველ ვიდეო ჩანაწერებს აქვეყნებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG